2000 წელს, საქართველოში კარატეს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ოთარ გრძელიშვილს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძემ ღირსების ორდენი მიანიჭა.
თუმცა, ადამიანის აღზრდის ამ უნიკალური საშუალების მიმდევრმა და პოპულარიზატორმა, საქართველოს გოჯუ-რიუ გოჯუ-კაი კარატე-დოს ფედერაციის პრეზიდენტმა ოთარ გრძელიშვილმა, ორდენის მიუხედავად საკუთარი საქმე ჩვეული ჟინიანობითა და სიყვარულით გააგრძელა.