ისტორია
Gōjū-ryū
剛柔流
გოჯუ-რიუ
მე-19 საუკუნეში დიდი ოსტატები მიდიოდნენ ჩინეთში “საბრძოლო ხელოვნებების სახეობების საქადაგებლად”. გოჯუ-რიუს განვითარება დაკავშირებულია Kanryo Higashionna (კანრიო ჰიგაშიონას 1853-1916) სახელთან, რომელიც ცხოვრობდა ქ. ნაჰაში, ოკინავაზე. ადრეულ ასაკში მას წრთვნიდა ოკინაველი ოსტატი არაკაკი სეიშო. 1873 წელს მან იმოგზაურა ფუჯიანუს პროვინციაში, ჩინეთში, სადაც მას ასწავლიდნენ სხვადასხვა მასწავლებლები. 1877 წელს დაიწყო კუნ-ფუს შესწავლა. მისი მასწავლებელი Tokashiki Iken- ი ასწავლიდა სტუდენტებს, რომლებიც ხდებოდნენ კარატეს ლეგენდები.
1933 წელს, გოჯუ-რიუ გალდათ პირველი, ოფიციალურად აღიარებული ბუდო-ს კარატეს სკოლა იაპონიაში. ის კარატეს ერთადერთი სტილი იყო სრული ისტორიული წარმომადგენლობით ოკინავასა და იაპონიაში. ასეთი აღიარება, გოჯუ-რიუს აყენებს თანამედროვე საბრძოლო ხელოვნებებს (გენდაი ბუდოს) შორის.
ჰიგაშიონას ყველაზე გამოჩენილი სტუდენტი გახლდათ ჩოჯუნ მიაგი (1888-1853) , რონელმაც დაიწყო მომზადება 14 წლის ასაკში. 1915 წელს, მიაგი და მისი მეგობარი გოკენი წავიდნენ ფუჩოიში მასწავლებლის საძებნელად. იქ ისინი დარჩნელ ერთი წლის განმავლობაში და სწავლობდნენ სხვადასხვა ოსტატებთან. მაგრამ ძველი სკოლა Boxer Rebellion- ი დაიხურა. მათი დაბრუნებიდან მალევე ჰიგაშიონა გარდაიცვალა. მისმა ბევრმა მოსწავლემ ვარჯიში მიაგისთან გააგრძელა. მან გააკეთა კატა “ტენშო”, რომელიც ისწავლა ფუჯიანის “თეთრი წეროს” სკოლიდან (Fujian White Crane).
ჰიგაშიონას ყველაზე უფროსმა სტუდენტმა ჯუჰაცუ კიოდამ დააარსა სკოლა და მას Tōon-ryū- ტუნ-რიუ უწოდა. (Tōon არის ჩინური სახელი “ჰიგაშიონას” წარმოთქმის სხვა ვარიანტი. ასე, რომ Tōon-ryū ნიშნავს “ჰიგაშიონას სტილს”), რაც გამოხატავს ჰიგაშიონას ნაჰა-ტე-სთან მეტ სიახლოვეს.
სახელწოდება “გოჯუ-რიუ კარატე” სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “ძლიერი და რბილი კარატეს სკოლას”. 1930 წელს, ტოკიოში საყოველთაო იაპონური საბრძოლო ხელოვნებების დემონსტრირებისას, ერთ-ერთმა მონაწილემ ჰკითხა ჩოჯუნ მიაგის სტუდენტს, საბრძოლო ხელოვნების რომელ სკოლაში სწავლობდიო. ოკინავაზე დაბრუბებისთანავე სტუდენტმა მოახსენა ჩოჯუნ მიაგის ამ შემთხვევის თაობაზე. ამ უკანასკნელმა კი გადაწყვიტა თავისი სტილისთის Gōjū-ryū დაერქმია. ეს სახელი მან პოემიდან (Hakku Kenpo) აიღო, რაც “პირველის 8 კანონს” ნიშნავს და აღწერს საბროლო ხელოვნებების 8 პრინციპს. ეს პოემა არის ნაწილი კლასიკური ჩინური სახელმძღვანელოსი საბრძოლო ხელოვნებებსა და მედიცინის შესახებ, რომელსაც ბუდიში (Bubishi) ეწოდება. ფრაზა ამ პოემიდან შემდეგნაირად ჟღერს: “Ho wa Gōjū wa Donto su" – "ყველაპერი მსოფლიოში ჩაისუნთქება რბილად და ამოსუნთქება ძლიერად”.
დაარსდა: |
1930 წელს |
წარმოშობა: |
ოკინავა (იაპონია) |
დამაარსებელი: |
Chōjun Miyagi ჩოჯუნ მიაგი (1888–1953) |
ამჟამინდელი ხელმძღვანელები: |
(1)გოჯუ-კაი /გოგენ იამაგუჩი და გოში იამაგუჩი -დამაარსებლები. |